საქართველოს პრეზიდენტმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში, ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის ,,სამყარო, სამყაროს მიღმა“ პრეზენტაციაზე გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოეტს მისი განსაკუთებული შემოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.