მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს.
განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ოფისი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.
აპარატი განმარტავს, რომ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება.