რუსებმა ხერსონში სამედიცინო პუნქტი დაბომბეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსებმა ხერსონში სამედიცინო პუნქტი დაბომბეს, არის მსხვერპლი

2022-12-15 20:24:57+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ცენტრი კვლავ დაბომბეს. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება. გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, დაღუპულები 32 და 70 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულია ორი ადამიანი.