საქართველოს პრეზდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთერთობები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის. აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.