საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი 84 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაგეგმილია ხუთ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები, ჯამურად 270-ი მილიონი ლარით იზრდება.