კელი დეგნანი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით - ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა - Palitra News

კელი დეგნანი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით - ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა

2022-12-15 19:59:30+04:00

მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შემდეგ პირველი გზავნილი ვივა მედიდან - ექსპრეზიდენტის განმარტებით სისტემა ჩამოშლილია, ის კი ზეწოლისა და მკვლელობის გეგმის განხორციელების მიუხედავად არ გატყდება. სააკაშვილი თანახმაა ადვოკატებმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს პირადი მონაცემების გასაჯაროებისთვის უჩივლონ. იგივე პოზიციია აქვთ მის ოჯახისწევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პარალეურად, ხელისუფლება აცხადებს, რომ კადრებში ყოფილი პრეზიდენტის სკეპულაცია ნათლად ჩანს. თემას გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.