კინოკომპანია Sony Pictures Entertainment-მა უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის ახალი თრეილერი წარმოადგინა. ფილმს, მომღერლის ცნობილი სიმღერის მსგავსად, I Wanna Dance with Somebody ჰქვია.თრეილერში ნაჩვენებია ჰიუსტონისა და მისი მენეჯერის, კლაივ დევისის კონფლიქტი. მომღერლის როლს ნაომი ეკი ასრულებს.ფილმის პროდიუსერი კლაივ დევისია, რეჟისორი კი სტელა მეგი. რაც შეეხება სცენარს, ის „ბოჰემური რაფსოდიის“ ავტორმა, ენტონი მაკარტენმა დაწერა.ფილმის პრემიერა 21 დეკემბერს შედგება.