სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს.