უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 447 ბავშვი მოკლეს. მათივე ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად სულ მცირე 856 არასრულწლოვანი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 426 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა. უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის.