ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - Palitra News

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

2022-12-15 15:35:23+04:00

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, გუშინ გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმებას მიუახლოვდნენ, მაგრამ პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას ახალ პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები ჯერ კიდევ აქვთ, რომლის შინაარსი, სავარაუდოდ, ცნობილი დღეს გახდება.