აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას, აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი განცხადებით ხელისუფლების, რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით არის დაკავებული და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიკვდილით სჯის, მათ გვერდით ჯდომა მიუღებელია. დეპუტატებმა პროტესტი გაგრძელება ქუჩაში დაანონსეს.