თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო ბრალდება მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, აზერბაიჯანის სასარგებლოდ, საქართველოს ტერიტორიების შეთანხმებას ედავება. არც მელაშვილი და არც ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.