საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია - Palitra News

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვია

2022-12-15 12:21:13+04:00

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნი. ადგილზე არის ასევე საპატიო ყარაული. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.