საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნი. ადგილზე არის ასევე საპატიო ყარაული. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.