საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინა, დააკავეს 13 პირი - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინა, დააკავეს 13 პირი

2022-12-15 11:03:19+04:00

ნოემბრის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა- რეალიზაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც ბრალდებულის სახით, 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 44 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება.