ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები დღეს დაამტკიცებენ - Palitra News

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები დღეს დაამტკიცებენ

2022-12-15 10:12:22+04:00

მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომლის ხარჯვითი ნაწილიც 25 მილიარდია, იზრდება პენსიები, სოციალური შემწეობები და სამინისტროების დაფინანსებაც. ოპოზიცია თანხის არამიზნობრივ გადანაწილებაზე საუბრობს და პროექტის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს.