სოციალური ქსელი Twitter-ი სიმბოლოების ლიმიტის 280-იდან 4000-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Macrumors-ი წერს.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა Twitter-ი სიმბოლოების ლიმიტის 280-იდან 4000-მდე გაზრდას, სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა დადებითად უპასუხა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თავდაპირველად Twitter-ის სიმბოლოების ლიმიტი 140-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 280-მდე გაიზარდა.