ლოს-ანჯელესში The Game Awards 2022-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც წლის საუკეთესო ვიდეოთამაშები გამოავლინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წლის თამაშად Elden Ring-ი დასახელდა - ფენტეზის ჟანრის თმაში რომელიც ჰიდეტაკა მიაზაკამ მწერალ ჯორჯ მარტინთან თანამშრომლობაში შექმნა. სულ თამაშმა 4 ნომინაციაში გაიმარჯვა.
თამაშმა God of War Ragnarök მიიღო ჯილდო საუკეთესო ნარატივისთვის, წლის საუკეთესო მობილურ თამაშად კი Marvel Snap-ი დასახელდა.
კატეგორიაში „ინდი-თამაშის საუკეთესო დებიუტი“ Stray-მ მიიღო - თამაშმა მიუსაფარი კატის თავგადასავლებზე.