კრემლი აცხადებს, რომ ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ რაიმე შეთავაზება არ მიუღია. როგორც მედია წერს, ამ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შობისთვის უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ამერიკული წარმოების „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვითი სისტემის უკრაინისთვის შესაძლო მიწოდებაზე. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ეს სისტემები "კანონიერი სამიზნე“ იქნება.