პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა. პონტიფიკოსმა უკრაინელებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მშივრები არიან და სცივათ, ბევრი კი ექიმებისა და ექთნების ნაკლებობის გამო იღუპება. აღვნიშნოთ შობა მშვიდობით, უფალთან, მაგრამ გულებში უკრაინელებთან ერთად"- დასძინა პაპმა ფრანცისკემ.