ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მსგავსი ჩანაწერი საფრთხის შემცველია, ამიტომ ისინი მმართველ გუნდს მოუწოდებენ ევროპარლამენტარების განცხადებები სერიოზულად განიხილონ. ,,ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ ამ რეზოლუციით ივანიშვილის სანქცირება არ არის მოსალოდნელი.