საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო.
როგორც დიპლომატმა, აღნიშნა მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სამედიცინო მომსახურებას.
„ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება ვფიქრობ, მოულოდნელი იყო. აშშ-ში როდესაც მოსამართლე ბრძანებს, რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, ყველა მაქსიმალურს აკეთებს, რათა უზრუნველყონ, რომ სასამართლოს ეს ბრძანება შესრულდეს.
განსაკუთრებული გადაუდებლობა არსებობს, რადგან ასეთი დიდი შეშფოთებაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სამედიცინო მომსახურებას. პროცესის დამატებით შეფერხება, ვფიქრობ, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებსა და წუხილს მისი კეთილდღეობის შესახებ”, - აღნიშნა დეგნანმა.