აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ "აქტს ქორწინების პატივისცემის შესახებ" მოაწერა ხელი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის და სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის ქორწინების უფლებას აკანონებს.
2015 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უფლება იქორწინონ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებმა, დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით. თუმცა ეს უფლება კანონით არ იყო გამყარებული. კანონი შტატებს უტოვებს თავისუფლებას, არ დაარეგისტრირონ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება, მაგრამ ავალდებულებს მათ, სხვა შტატებში გაფორმებული ქორწინება აღიარონ.
კანონს, რომელსაც ბაიდენმა მოაწერა ხელი, ხმა არა მხოლოდ დემოკრატებმა, არამედ რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილმაც მისცა.