რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სასამართლო პროცესის გამართვისთვის, 90 უკრაინელ მოსამართლეს დიდი ბრიტანეთი გადაამზადებს.მედიის ცნობით, გასულ კვირას, მოსამართლეთა პირველი ჯგუფი სესიებს გასაიდუმლოებულ ლოკაციაზე დაესწრნენ, მომავალ თვეებში კი სხვა მოსამართლეებიც გაივლიან აღნიშნულ გადამზადებას. ომის დანაშაულების სასამართლო პროცესების უმრავლესობას, სავარაუდოდ, უკრაინელი მოსამართლეები ჩაატარებენ.
ამ დროისთვის 14 რუსი ჯარისკაცია გასამართლებული.