ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში - Palitra News

ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში

2022-12-14 15:32:00+04:00

ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დღეს, ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ცნობით, უნგრეთზე აშკარა მინიშნებით, შოლცმა აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკური ზომების დაბლოკვით, ევროკავშირის ღირებულებებისადმი ძირის გამოთხრის მცდელობები, წარუმატებელი იქნება.

“არავინ ისე არ იტანჯება რუსეთის ომით, როგორც უკრაინელები და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მათ გვერდით“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.