დღეს თურქეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სამმხრივ სამიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების საკითხს განიხილავენ. სამიტი კასპიის ზღვისპირა ქალაქ თურქმენბაშში, კერძოდ, ეროვნულ ტურისტულ ზონა „ავაზაში“ გაიმართება. ინფორმაციას Bloomberg თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში თურქმენული გაზის მიწოდების საკითხი ადრეც განიხილებოდა, მაგრამ წარუმატებლად. თუმცა უკრაინის ომის შემდეგ ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული მარშრუტების პოვნის თემა აქტუალური გახდა.რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში გამგზავრებამდე გამოთქვა იმედი, რომ თურქმენულ გაზს კასპიის ზღვის გავლით მიიღებს.