თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
შეკრებილები ყოფილ პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა აუცილებელი.