დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით დღეს უნდა უყარონ - Palitra News

დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით დღეს უნდა უყარონ

2022-12-14 11:19:11+04:00

დეპუტატებმა დღეს მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმას კენჭი უნდა უყარონ. ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, კანონპროექტში 13 ცვლილება შევიდა. დოკუმენტში ასახულია ოპოზიციის მოსაზრებათა ნაწილიც. საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.