თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

2022-12-14 11:12:26+04:00

თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი, ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა. ერთ-ერთმა ხანძრიდან გამოსვლა შეძლო, ერთი ადამიანის გამოყვანაც მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.