უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი არიან. ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს უკრაინაში საქართველოს საელჩოც ადასტურებს და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები. უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.