ვინ არიან უკრაინაში გუშინ დაღუპული ქართველი მებრძოლები? - Palitra News

ვინ არიან უკრაინაში გუშინ დაღუპული ქართველი მებრძოლები?

2022-12-14 10:52:54+04:00

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი არიან. ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს უკრაინაში საქართველოს საელჩოც ადასტურებს და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები. უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.