დღეს, თბილისის დროით 23 საათზე კატარში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ½ ფინალური შეხვედრა გაიმართება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი მაროკოს შეხვდება და შეეცდება ზედიზედ მეორედ ითამაშოს ფინალში. საფრანგეთი თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით ტურნირის დასაწყისშივე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და მან გულშემატკივრის მოლოდინები სრულიად გაამრთლა. დიდიე დეშამის გუნდი შემტევ გამართულ თამაშს სთავაზობს მეტოქეს. კილიან მბაპემ უკვე მოახერხა მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება, ის ყველა მეტოქის წინააღმდეგ ფრანგებისთვის მთავარი კოზირია. ასევე გამორჩეულ ტურნირს ატარებს 36 წლის ოლივიე ჟირუ, რომელსაც მიმდინარე მუნდიალზე 4 გოლი აქვს გატანილი და საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდილი გახდა.
რაც შეეხება მაროკოს ის გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც ½ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მანამდე კი ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე თაამთავრა იმ ჯგუფში სადაც ბელგია და ხორვატია იყო, ამის შემდეგ პენალტების სერიაში დაამარცხა ესპანეთის ნაკრები, ხოლო პორტუგალიას ძირითად დროშივე მოუგო. ფაქტია აფრიკელებს არ უჭირთ ფავორიტებთან თამაში, ისინი თავს საკმაოდ ორგანიზებულად იცავენ და ძირითადად კონტრშეტევასა და სტანდარტულების გამოყენებით ცდილობენ გოლის გატანას. სპეციალურად მაროკოს ნაკრების საგულშემატკივროთ მაროკოდან კატარის მიმართულებით დამატებით 30 ავია რეისი დაინიშნა და როგორც ცნობილი ხდება ტრიბუნაზე აფრიკულ ნაკრებს 10 ჯერ მეტი ქომაგი ეყოლება.