კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხორვატია და არგენტინა დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დასაწყისი თანაბარი აღმოჩნდა და ორივე გუნდი ცდილობდა ძალების მოსინჯვას, თუმცა ტაიმის შუაში ხორვატიამ ბურთზე კონტროლი მოიპოვა, ხოლო არგენტინა კონტრშეტევებზე ელოდებოდა თავის შანს, სწორედ ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი და 33-ე წუთზე ხულიან ალვარესის წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლეო მესიმ ზუსტად გამოიყენა. ზუსტად 5 წუთში სამხრეთ ამერიკელებს კონტრ შეტევაზე კიდევ ერთი შანსი მიეცათ, 22 წლის ალვარესმა სოლო რეიდით თითქმის მოედნის ნახევარი გაირბინა და შესანიშნავი გოლით თავისი ნაკრების უპორატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევარში ხორვატები ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, ბურთს ბლობდნენ, თუმცა კარებში დარტყმამდე ვერ მიდიოდნენ, არგენტინას კი არსად ეჩქარებოდა და თავის მომენტს ელოდებოდა. 69-ე წუთზე ლეო მესიმ ფლანგზე ბურთზე მიიღო, მის წინ კი 20 წლის გვარდიოლი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე ცრუ მოძრაობით გააბრუა, შესანიშნავად ითამაშა და მესიმ ალვარესს ცარიელ კარში გაატანინა, ამ გოლით კი შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ხორვატები 18 დეკემბერს მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, არგენტინა კი მეორე ფინალისტის ვინაობას დაელოდება და ნანატრი ტიტულისთვის იბრძოლებს.