Kia Motors და St. Jude Children’s Research Hospital გაერთიანდნენ, რათა კლინიკებში მყოფი ბავშვებისთვის დღესასწაულის ჯადოქრობა სრულად შეექმნათ. ბრენდმა ახალი კამპანია Season of Giving Back წარადგინა — მისი მიზანია, ბავშვებს ჩრდილოეთ პოლუსზე სტუმრობის საშუალება მიეცეთ, თანაც, საავადმყოფოს კომფორტისა და უსაფრთხოების დატოვების გარეშე.
ჯადოქრობის გასაცოცხლებლად Kia-მ სტუდია David & Goliath-ს მიმართა. 60-წამიანი ვიდეორგოლი, რომელიც წმ.იუდას ბავშვთა საავადმყოფოშია გადაღებული, რამდენიმე პაციენტს ასახავს — ისინი ჩრდილოეთ პოლუსზე ვირტუალურად მოგზაურობენ. EV6-ის უკანა სავარძელზე მსხდომ ბავშვებს შანსი აქვთ, ბრჭყვიალა გვირაბებში გაიარონ. შემდეგ კი მათი სახელები ღამის ვარსკვლავებიან ცაზე ჩნდება. ბოლოს კი ჩრდილოეთ პოლუსზე ხვდებიან.„ხალხის დახმარება ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური ნაწილია და ვამაყობთ ამით. იმედი გვაქვს, სადღესასწაულო განწყობას შევუქმნით იმ ოჯახებს, რომლებიც ღირსეულად, გამბედაობითა და მადლიერებით ხვდებიან ურთულეს პერიოდებს. Kia-ს პატივი აქვს, იმ გავლენის მცირე ნაწილი იყოს, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოაქვს“, — აღნიშნავს რასელ ვაგერი, Kia America-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.