დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვიოლის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დღეს სასამართლო, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელს არ გადაუვადებს, ადვოკატები ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა შესაძლებელი გახდეს.