რატომ აპროტესტებს ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას? რა პროცესები გააქტიურდა რიონის ხეობაში?
ზამთრის დადგომასთან და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რამდენიმე კუთხეში მოსახლეობას კვლავ საპროტესტო აქციებზე გამოსვლა მოუწია. ამის მიზეზი კი გახდა, ერთი მხრივ, კახეთში, თელავში, კერძოდ, სოფელ ლაფანყურთან „ლოპოტაჰესის“ იძულებითი მშენებლობის კიდევ ერთი მცდელობა. სოფელში ამბობენ, რომ ჰესის აშენება გარემოს დააზიანებს და ლოპოტას ხეობაში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში, ნამოხვანჰესის ამ ეტაპზე, საზოგადოების აქტიური პროტესტი შედეგად შეჩერებული პროექტის არეალში, გაურკვეველი დანიშნულების ქვესადგურის მშენებლობის წამოყება, რომელსაც რიონის მცველები ზემოხსენებული გიგანტური ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილად განიხილავენ. რომელიც, როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უამრავ გარემოსდაცვით და სოციალურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. დღევანდელ ეთერს ჩვენ ვუთმობთ ხალხს, ადამიანებს, რომლებიც წლებია იბრძვიან მათ კუთხეებში, ადგილობრივთა ნების საწინააღმდეგოდ ჰესების იძულებით მშენებლობის წინააღმდეგ. სტუდიის სტუმარი: ნათია რაზიკაშვილი - ლაფანყურის მკვიდრი. სატელეფონო ჩართვა: ვარლამ გოლეთიანი - მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლი.