ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა" - როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - Palitra News

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა, რომელიც საუბრის დროს რამდენჯერმე გაითიშა" - როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

2022-12-13 15:16:09+04:00

მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკა "ვივამედში" "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მივიდა. პოლიტიკოსის სურვილია, თავად ნახოს როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. ადგილზე იმყოფება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც. ბოლო ინფორმაციით, დღეს სააკაშვილს თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძეც მოინახულებს.