საქართველოდან თხილის ექსპორტი დაახლოებით 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაცია საუბრობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯამში 30%-ით შემცირდა მოსავალი, საექსპორტო ფასებმა კი 20%-ით იკლო.
ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ წლევანდელ სეზონზე უამინდობის გამო დაბალი იყო თხილის ხარისხიც, მაგრამ ეს ექსპორტის შემცირების ერთადერთი მიზეზი არ არის. მთავარი ფაქტორი - ევროპულ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი კლებაა. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში თხილის ექსპორტი 90 მილიონი დოლარით იყო შეფასებული, მაშინ, როცა წლევანდელი ანალოგიური პერიოდი 75 მილიონ დოლარს მცირედით ცდება.