რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო, როგორც უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ სასურველი ქვეყანა ყველაზე პოპულარული ქვეყნების ხუთეულშია. აღნიშნულ რეიტინგს უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio აქვეყნებს. უცხოურ უძრავ ქონებაში რუსული ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნების ტოპ-ხუთეულს კი თურქეთი ლიდერობს.
ხუთეულში საქართველოსთან ერთად არიან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი და საბერძნეთი.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნის ყველაზე დიდი წილი 44,6% მოდის მოსკოვზე, ასევე მაღალია მოთხოვნა სანკტ-პეტერბურგსა და კრასნოდარის მხარეში არსებულ უძრავ ქონებაზე.