შუქის ჩაქრობა ოკუპანტების ბოლო იმედია. რუსეთს არ მიუტოვებია ეს ტერორის ტაქტიკა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ამჟამად რუსეთი მასიურ სარაკეტო დარტყმებს არ ახორციელებს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მტერი მათთვის ემზადება და ნებისმიერ დროს შეიძლება დარტყმა განახორციელოს.
„რუსეთი აგრძელებს ჩაქრობის იმედად ყოფნას. ეს არის ტერორისტების ბოლო იმედი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ განგაშის სიგნალებზე და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.
“სანამ მათ აქვთ რაკეტები - და რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ისინი- გთხოვთ, სერიოზულად გაითვალისწინოთ ყველა გაფრთხილება უკრაინის სამხედრო სარდლობის, ჩვენი საჰაერო ძალების და საჰაერო განგაშის სიგნალებისგან. ყველა დონეზე მზად უნდა იყოთ ნებისმიერი მტრული განზრახვისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.