”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი მუმლაძის პარალელურად ახალი კანდიდატი - ნონა მამულაშვილიც იბრძოლებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის ვადა დღეს 18 საათზე ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში კი მათ პოლიტსაბჭოს მინიმუმ 3 წევრის რეკომენდაცია სჭირდებათ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოეხმაურა“. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ ნონა მამულაშვილის კანდიდატურა მათთვის სრულიად მისაღებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა თავად უნდა მიიღონ.