"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ბიბლიური თავისუფლების" გარშემო ამტყდარ ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ ორგანიზაციიდან მას შემოსავალი არ ერიცხება.
"ბიბლიურ თავისუფლებაზეეს ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს თავი აარიდონ 1 წლიან მონობას (ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს)როდესაც ის შევქმენით რამდენიმე წლის წინ, მთავარი დარტყმა საპატრიარქოსგან და შემდეგ ოცნებისგან მოვიდა ჩემზე - მე ვიყავი სახე და გამხმოვანებელი გირჩის იდეების, მე მაგინეს, მე ჩამდეს სამფლავში, მე გადამცეს ანათემასგირჩის გაყოფის შემდეგ, ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც ყველაფერი რაც გირჩს ებადა, დარჩა იქით; არაფერი გარდა საკუთარი თავისა მე არ წამომიღიაგუშინ ბიძინას მოურავმა მთავრობის სხდომაზე მლანძღა, მკრეხელობაში დამდო ბრალი, და დააანონსა რომ საკანონმდებლო ინიციატივით პრაქტიკულად გააუქმებს ბიბლიურ თავისუფლებასგუშინდელიდან მოყოლებული სამთავრობო ტროლ-გვერდებმა წამოიწყეს კამპანია, თითქოს ბიბლიური თავისუფლებით მე ვიშოვე 2 მილიონამდე 🙂ამ დროს ჩვენ ვყვირივართ რომ ბიბლიური თავისუფლება გადასარჩენიაის გირჩი ამბობს რომ არ აპირებს ბიბლიური თავისუფლებისთვის ბრძოლასთუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია მიდის იმ გირჩშიოცნება, რომელმაც ზუსტად იცის სად მიდის ბიბლიური თავისუფლების შემოსავალი, მაშავებს მე, თითქოს მილიონებს ვშოულობდეის გირჩი არ უარყოფს ამას და არ ამბობს გასაგებად რომ მე ბიბლიური თავისუფლების შემოსავლებთან არაფერი მაქვს საერთო, აგრძელებს შემოსავლის მიღებას, თან ისე რომ არ დავიცავთ ამ ორგანიზაციას საპატრიარქო-ოცნების ტანდემისგანოოცნებაც კმაყოფილია - ჩემი გაშავების ახალი თემა შექმნესსაპატრიარქოც კმაყოფილია - შეიძლება ისევ მონოპოლისტები გახდნენ სავალდებულო გაწვევის თავიდან არიდების სფეროშივარდს ვთესავ და … ამოდისო, ჩემზეა ნათქვამი", - წერს ზურა ჯაფარიძე