ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებითი 2 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.
ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში შეხვედრისას “ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტისთვის“ (European Peace Facility) თანხის გამოყოფას ხელი მოაწერეს.
„ეს გადაწყვეტილება მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის უკრაინისა და სხვა პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერისადმი ევროკავშირის მტკიცე ვალდებულების შესახებ“, - ნათქვამია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს განცხადებაში.