გუშინ, 12 დეკემბერს, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი გობეჯიშვილმა იასპარეზა.
ქართველი ძალოსანი 96 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში გამოდიოდა. ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში 160 კგ. დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. მან აკვრაში ჯერ 190, შემდეგ კი 195 კგ. დაძლია და აქაც შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.
ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 355 კგ-ია და საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა.