აშშ-ს ქალაქ კორალვილში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობდა და გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავნებმა მონღოლეთის ნაკრების წევრებს 7:3 მოუგეს. მეორე პაექრობა საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის გუნდთან 0:10 დათმო.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა საქართველოს გუნდმა მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:8 დამარცხდა.
ქართველთაგან წარმატება სოლომონ მანაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთადერთი ევროპული გუნდი იყო, რომელმაც წელს მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზა.