პრინცმა უილიამმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხებულ ინგლისის ნაკრებს მიმართა.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ. გარეთ საუთგეიტმა, ჰარი კეინმა და მთელმა ნაკრებმა, თქვენ ამ ჩემპიონატზე ასპარეზობაში იმდენი შრომა ჩადეთ, ჩვენ ყველანი თქვენით ძალიან ვამაყობთ. მაღლა აწიეთ თავები და წინ, მომდევნო ტურნირისკენ“, - წერს პრინცი უილიამი Twitter-ზე.
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ინგლისი 2:1 დაამარცხა.