სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარესთან ერთად ის თავად შეხვდება ოპონენტებს და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს გააცნობს.