Backstreet Boys-ის წევრ ნიკ კარტერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მომჩივან შენონ რუთის სარჩელში ნათქვამია,რომ 2001 წელს, როცა 17 წლის იყო, ნიკ კარტერმა მასზე სექსუალურად იძალადა და პაპილომა ვირუსი გადასდო.
მოსარჩელე ნიკ კარტერისგან ზიანის ფინანსურად ანაზღაურებას ითხოვს. რუთის თქმით, კარტერმა, როცა ის 21 წლის იყო, Backstreet Boys-ის ტურნეს დროს ავტობუსში მიიწვია, სასმელი შესთავაზა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.
სარჩელში დეტალურადაა აღწერილი სავარაუდო ძალადობის პროცესი — მოსარჩელის თქმით, ნიკმა ფიზიკური ძალა გამოიყენა და თან უთხრა, რომ მის ადგილას ყოფნას ყველა ქალი ინატრებდა.
სამოქალაქო სარჩელში ასევე ნახსენებია სამი სხვა ქალი, რომლებიც კარტერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მათ შორის ერთ-ერთი ქალის მტკიცებით, როცა 15 წლის იყო, კარტერმა მასზე იძალადა და პაპილომა ვირუსით დააინფიცირა. სარჩელში ნახსენები სხვა ქალებიც მომღერალს პაპილომა ვირუსით დაინფიცირებაში ადანაშაულებენ.
ნიკ კარტერის მხრიდან სარჩელზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ ნიკ კარტერის ძმა, აარონ კარტერი, გასულ თვეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს