პროფესიული უნარების სააგენტომ წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. ღონისძიებას განათლების მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ესწრებოდნენ.
პროფესიული უნარების სააგენტოს, რომელიც 2021 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით საჯარო-კერძო პარტნიორობით დაარსდა, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.