გარემოს დაცვის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნესმოდელი“ განიხილეს. ახალი მოდელი მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, კერძო სექტორის ხელშეწყობას სამასალე მერქნული რესურსის დამზადების სამუშაოების განხორციელების პროცესში და, მეორეს მხრივ, სატყეო სააგენტოს შემოსავლების გაზრდას.დოკუმენტი ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მხარდაჭერით მომზადდა